Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პობეგამ ტორინოსთან კონტრაქტი გააფორმა

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ნახევარმცველმა ტომაზო პობეგამ ტორინოსთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მისი ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ტოროს მშრალი იჯარით შეუერთდება და სეზონის ბოლოს ის როსონერის რიგებში დაბრუნდება.

მილანი ტომაზოს შენარჩუნებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც როსონერიმ ბაკაიოკოს ტრანსფერი შეათანხმა, გუნდმა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა, რომ მან მეტი პრაქტიკა მიიღოს.