Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პობეგა:“ იმედი მაქვს, რომ მილანში დაბრუნების საშუალება მომეცემა“

მილანის ნახევარმცველმა ტომაზო პობეგამ, რომელიც ამჟამად სპეციას რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს იმედი გამოთქვა, რომ როსონერის რიგებში დაბრუნების საშუალება კიდევ ექნება.

კონტრაქტის მიხედვით, სპეციას ფეხბურთელის საბოლოოდ გაფორმების უფლება აქვს, თუმცა მილანს მისი უკან გამოსყიდვა შეეძლება.

სპეციამ გასულ ტურში ყველასთვის მოულოდნელად გასვლაზე ნაპოლი დაამარცხა და გამრჯვების გოლის ავტორი სწორედ პობეგა გახდა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლის კარში გატანილი გოლით მილანს დავეხმარე, მაგრამ ახლა სპეციაზე ვარ კონცენტრირებული. მილანში ბევრი მეგობარი მყავს და მათთან ხშირად ვსაუბრობ.

„მომავალში კარგი იქნებოდა, თუ მათი თანაგუნდელი კიდევ გავხდებოდი. ახლა ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნო, რომ მილანში თამაში დავიმსახურო.“

გათიშვა