Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პობეგა:“ იმედი მაქვს, რომ მილანში დავბრუნდები“

მილანის საკუთრებაში მყოფი ტომაზო პობეგას, რომელიც ამჟამად იჯარის წესით სპეციას ღირსებას იცავს, როსონერიში დაბრუნების იმედი აქვს.

„ბავშვობაში იუვენტუსის გულშემატკივარი ვიყავი. 2012 წელს, კალიარი – იუვენტუსის მატჩისას მე ბურთის მიმტანი ბიჭი ვიყავი, იმ მატჩში კონტემ სკუდეტო გაიფორმა…

„მილანში 14 წლის ასაკში გადავედი. იქ ძალიან კარგი, თუმცა ამავედროს რთული პერიოდი გამოვიარე. კალიარიში ახალგაზრდულ გუნდში ნამდვილი ვარსკვლავი ვიყავი, მილანში კი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი.

„მალდინიმ, სანამ სპეციაში იჯარით გამიშვებდა მითხრა, რომ ის ყურადღებით მაკვირდება და მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. მე მილანში დაბრუნება მსურს და მზად ვარ, მუხლჩაუხრელად ვიმუშაო.“