Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

იუვენტუსის ნახევარმცველი პოლ პოგბა მენისკის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს და ფრანგი უახლოეს პერიოდში მაქს ალეგრის განკარგულებაში დაბრუნდება.

პოლმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია, დღეს ვარჯიში გუნდთან ერთად განაახლა და მოსალოდნელია, რომ ის მიმდინარე თვის მეორე ნახევარში იუვენტუსის განაცხადში მოხვედრას მოახერხებს.