Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პოგბამ იუვენტუსს მინიშნება გაუკეთა ?

პოლ პოგბას იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებაზე ხმები არ წყდება და ფრანგი ფეხბურთელის ბოლო განცხადება ამ ჭორებს უფრო რეალურს ხდის.

ფაბრიციო რომანომ სეზონის სტარტზე განაცხადა, რომ პოგბას იუვეში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კორონა ვირუსმა ტურინელებს გეგმები ჩაუშალეს.

„ასეთი რთული პერიოდი კარიერაში არასოდეს მქონია. საფრანგეთის ნაკრებში თამაში სუფთა ჰაერივით არის, რომელიც ძალიან მჭირდება.“ განაცხადა პოგბამ სანაკრებო პაუზის დროს მიცემულ ინტერვიუში.

პოგბას ფორმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან მომავალი სეზონის ბოლო იწურება, ინგლისელები მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ვერ მოითხოვენ. პრობლემა მისი ხელფასია, ფრანგი ფეხბურთელი სეზონში 16 მილიონ ევროს ითხოვს და თუ იუვენტუსში დაბრუნება უნდა, მას ამ თანხის შემცირება მოუწევს.