Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბამ იუვეში შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა…

პოლ პოგბამ, რომელმაც გუშინ იუვენტუსის სტადიონზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში ითამაშა და ერთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა, მატჩის შემდეგ საკუთარ მოამვალზე კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების კითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა ის იუვენტუსში, ასეთი პასუხი გასცა:

„მე იუვენტუსის ფეხბურთელებთან ხშირად ვსაუბრობ, ტურინში ბევრი მეგობარი მყავს. მე ახლა მანჩესტერის ფეხბურთელი ვარ, გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და რამდენიმე კვირის წინ მისი ტურინში დაბრუნება არც ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გამორიცხა.