Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბამ შემდეგი გუნდი უკვე შეარჩია…

იუვენტუსი უკვე წლებია გუნდში ფრანგი ვარსკვლავის პოლ პოგბას დაბრუნებას ცდილობს.

პოლს მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ის ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს და სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ესპანური გამოცემა OK Diario-ს ცნობით, პოგბას თავისი კარიერის შემდეგი ნაბიჯი უკვე მოფიქრებული აქვს და ის თანამემამულე კილიან მბაპესთან ერთად, მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება.