პოგბას დუბლი და ვლაჰოვიჩის ჰეთ-თრიკი, მონცასთან მატჩისთვის დუეტი მზად არის
როგორც დაანონსებული იყო, დღეს იუვენტუსის სამწვრთნელო ბაზაზე ძირითად გუნდსა და ბიანკონერის NextGen-ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პოლ პოგბამ და დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღეს.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, პოგბამ დუბლის, ვლაჰოვიჩმა კი ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლო, რითიც გუნდის სამედიცინო შტაბი საბოლოოდ დაარწმუნეს, რომ ისინი დასაბრუნებლად მზად არიან.
წყაროს ცნობით, პოგბა და ვლაჰოვიჩი მონცასთან მატჩში ბიანკონერის განაცხადში იქნებიან, თუმცა მათი ნახვა ძირითად შემადგენლობაში ჯერჯერობით რთული წარმოასდგენია.