Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბას იუვენტუსში დაბრუნება საბოლოოდ გამოირიცხა ?

2016 წლის შემდეგ, როდესაც პოლ პოგბამ იუვენტუსის რიგები დატოვა და იმ დროისთვის სარეკორდო თანხის – 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერში დაბრუნდა, ფრანგი ნახევარმცველის ტურინში დაბრუნების შესახებ საუბრები ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ როგორც ჩანს, პოლის ხილვა შავ-თეთრი მაისურით ფაქტობრივად გამორიცხულია.

პოგბა მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და იუვენტუსს მისი დამატება სრულიად უფასოდ შეეძლება, მაგრამ TuttoJuve-ს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის მაღალი ხელფასი იუვენტუსისთვის მიუწვდომელია.

პოლი მანჩესტერში მიმდინარე კონტრაქტის სანაცვლოდ დაახლოებით 17-18 მილიონ ევროს იღებს და მას ამ თანხის მნიშვნელოვნად გაზრდა სურს, რის გადახდასაც არა მხოლოდ იუვე, არამედ ევროპაში თითქმის ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს, ამიტომ მისი გაფორმების ფავორიტად პსჟ მოიაზრება…