Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბას შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიშს ვლაჰოვიჩი განაახლებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაახლა და ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ხვალიდან ინდივიდუალურ ვარჯიშს დუშან ვლაჰოვიჩი დაასრულებს და თანაგუნდელებს შეუერთდება, თუმცა სერბი ფორვარდის თამაში ოფიციალურ მატჩში თვის ბოლომდე ნაკლებად მოსალოდნელია.

ლეონარდო ბონუჩი, ხუან კუადრადო და მატია დე შილიო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობენ, მათ შორის ყველაზე ახლოს დაბრუნებასთან კოლუმბიელი ფეხბურთელი გახლავთ.