Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბას წარმომადგენლები ტურინში არიან

ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი წყაროს ცნობით, რაიოლას სააგენტოს წარმომადგენლები ტურინში იმყოფებიან, სადაც იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან დაგეგმილ შეხვედრას მართავენ.

GoalItalia-ს ინფორმაციით, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მათი მთავარი განსახილველი თემა პოლ პოგბას ტურინში დაბრუნებაა, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და უკვე მეორედ, ტურინულ გრანდს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

პოგბას გარდა, მხარეები მოიზ კენისა და მატაის დე ლიხტის თაობაზეც იმსჯელებენ, თუმცა ამ მომენტისთვის პრიორიტეტი ფრანგი ნახევარმცველის ტურინში დაბრუნებაა.