Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პოგბა დიბალას სანაცვლოდ ?

იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი სატრანსფერო ფანჯარა, რომლის დროსაც პოლ პოგბას ტურინში დაბრუნების შესახებ ჭორები არ გავრცელებულიყო და რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლას სიტყვებმა ეს ჭორები უფრო რეალური გახადა.

პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მანჩესტერში ბედნიერი არ არის და გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ტურინში დაბრუნება კი გამორიცხული სულაც არ არის.

თავის მხრივ, კარგი პერიოდი არც პაულო დიბალას უდგას, რომელიც მოედანზე სულ უფრო და უფრო ცოტა დროს ატარებს და იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და არგენტინელი ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, მისი ტურინიდან წასვლა საკმაოდ რეალურია.

მანჩესტერ იუნაიტედი დიბალას მიმართ ინტერესს არასოდეს მალავდა და არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით დიბალა – პოგბას ბარტერი შესაძლოა ორივე გუნდისთვის ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდეს.