Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბა იუვენტუსში ბრუნდება ?

იტალიური წყაროების ინფორმაციით, პოლ პოგბამ იუვენტუსში დაბრუნება გადაწყვიტა და არ არის გამორიცხული, რომ ის ბიანკონერის რიგებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიხილოთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის მანჩესტერს პოგბას სანაცვლოდ, რომელსაც წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ალექს სანდრო და ადრიენ რაბიო შესთავაზოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფაბრიციო რომანომაც, რომლის თქმითაც ამ ეტაპზე მანჩესტერი პოგბას თაობაზე არც ერთ გუნდთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, მაგრამ თუ ის გუნდიდან წავა, იუვენტუსი მისი გაფორმების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება…