Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბა იუვენტუსში – მანჩესტერი გაცვლას დათანხმდა

პოლ პოგბა მომავალი სატრანსფერო პანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ,რომ პრანგ სუპერვარსკვლავს გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი და მთავარ კანდიდატად,სწორედ მისი ყოფილი გუნდი – იუვენტუსი სახელდება. მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე პრეზიდენტის ედ ვუდვორდის თქმით,კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე უახლოეს ზაფხულში ასობით მილიონს ვერც ერთი კლუბი ვერ დახარჯავს და უფრო მეტ გაცვლას უნდა ველოდოთ. მანჩესტერულ გრანდს უკვე დიდი ხანია დუგლას კოშტას,მირალემ პიანიჩის და ალექს სანდროს შეძენა აქვს განზრახული და არ არის გამორიცხული,რომ სწორედ ამ სამი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვით დაიბრუნოს იუვენტუსმა ფრანგი შუახაზელი. აქვე შეგახსენებთ,რომ პოლის ტრასნფერი სამეფო კლუბის თავკაცის,ზინედინ ზიდანის პირდაპირი მოთხოვნაა და იუვენტუსს სერიოზული კონკურენტი ყავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *