Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პოზიტიური ინფორმაცია იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუშაობას განაგრძობს და იმედი აქვს, რომ სამპდორიასთან მატჩისთვის პიოლის განკარგულებაში იქნება.

იბრამ ტრავმა ნაპოლისთან შესრულებული დუბლის შემდეგ მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ის 2-3 კვირას გამოტოვებდა, თუმცა მას გუშინ დაგეგმილი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ აღდგენითი პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში შვედმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშოს.

იბრას სურვილის მიუხედავად, სამედიცინო შტაბი გარისკვას არ აპირებს და მისი სპარტასთან დაბრუნება უფრო მოსალოდნელია.