Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოზიტიური ინფორმაცია კიაერის ტრავმასთან დაკავშირებით

დღეს მილანმა საშობაო პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა და გუნდი 3 იანვარს ჩანიშნული მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც 3 იანვარს გაიმართება.

MilanNews-მა ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. სრული დატვირთვით ივარჯიშა სიმონ კიაერმა და დიდი ალბათობით ის ბენევენტოსთან მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

სამუ კასტილეხომ, რომელმაც მცირე დაზიანება ლაციოსთან მატჩის დროს მიიღო, ინდივიდუალურად ივარჯიშა, იბრაჰიმოვიჩს კი წვივზე სამედიცინო შემოწმება უახლოეს საათებში ჩაუტარდება, თუმცა მისი მონაწილეობა ბენევენტოსთან მატჩში ნაკლებად მოსალოდნელია.