პოზიტიური ინფორმაცია ფედერიკო კიეზასთან დაკავშირებით
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას მოედანზე დაბრუნების დრო ნელ-ნელა ახლოვდება და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ იტალიელი შემტევი მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვიხილოთ.
წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს მძიმე ვარჯიშების შემდეგ მუხლი აღარ უსივდება და ის ნელ-ნელა ინტენსიურობას უმატებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა ის მოედანს ოქტომბრის მეორე კვირას დაუბრუნდება.