Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოზიტიური შეხვედრა მილანსა და რაიოლას შრის…

როგორც უკვე მოგახსენეთ, Casa Milan-ში მილანსა და ალესიო რომანიოლის აგენტს მინო რაიოლას შორის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა.

რომანიოლის კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და როსონერი მზად არის მას ხელშეკრულება 3 წლით გაუხანგრძლივოს, თუმცა იტალიელ ფეხბურთელს ამჟამინდელი ხელფასის შემცირება 6 მილიონიდან 3.5 მილიონამდე სურს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მინო რაიოლამ მილანის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გუნდში დარჩენის სურვილის შესახებ ამცნო, თუმცა მხარეებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე შეხვედრის გამართვა კიდევ მოუწევთ, რადგან რაიოლა მილანის მხრიდან უფრო მეტ ხელფასს ითხოვს…