Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოზიტიური ცნობები იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იუვენტუსთან მატჩში ტრავმა მიიღო და ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ლეგენდარულ შვედ ფორვარდს ოპერაციის გაკეთება მოუწია.

ოპერაციის შემდეგ, ექიმები მის სარეაბილიტაციო ვადად დაახლოებით 8 კვირას ასახელებდნენ, ასეთ შემთხვევაში კი იბრას სეზონის წინ მოსამზადებელი პერიოდის გამოტოვება მოუწევდა.

MilanNews-ის ინფორმაციით, ზლატანის აღდგენითი პროცესი დაგეგმილზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ის ყოველდღიურად ვარჯიშობს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მას ექიმები 10-15 დღის შემდეგ სირბილის ნებას დართავენ, რის შემდეგაც ძალიან მალე მას გუნდთან ერთად ვარჯიში შეეძლება.

სერია ა-ს მომდევნო სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ზლატანი პირველი ტურისთვის მზად უნდა იყოს…