Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოზიტიური ცნობები მილანის ლაზარეთიდან

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის მანჩესტერთან მატჩში ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაუბრუნდება.

მილანმა ნაპოლისთან ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, თუმცა ამის მიზეზი დიდწილად შემადგენლობის მხრივ პრობლემები გახდა. პიოლის გატუზოს გუნდის წინააღმდეგ თამაში დავიდე კალაბრიას, ალესიო რომანიოლის, ისამელ ბენასერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მარიო მანჯუკიჩის გარეშე მოუწია თამაში.

საბედნიეროდ როსონერის მანჩესტერთან ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა დაუბრუნდება. წყაროს ინფორმაციით, ისმაელ ბენასერმა დღეს გუდნთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მანჩესტერთან სათამაშოდ მზად იქნება.

იბრაჰიმოვიჩმა თავის მხრივ გუნდთან ერთად გარკვეული ვარჯიშები ჩაატარა და თუ ძირითადში არა, ის დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე მაინც იქნება.

გათიშვა