Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოლიტანოს აგენტი:“ ახალი კონტრაქტი ? მატეოს კარიერის ნაპოლიში დასრულება უნდა“

ნაპოლის ვინგერის მატეო პოლიტანოს აგენტმა გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„მოლაპარაკებები ნაპოლისთან გრძელდება. გუნდის ხელმძღვანელობას მატეოს შენარჩუნება სურს, თავად ფეხბურთელს კი კარიერის დასრულება პარტენოპეის რიგებში უნდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება.“

30 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და იტალიის ჩემპიონები მისი ხელშეკრულების კიდევ 3 წლით გახანგრძლივებაზე მუშაობენ.