Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოლიტანოს კორონა ვირუსი აქვს

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატეო პოლიტანოს კორონა ვირუსი აქვს.

28 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, გუნდს ინტერთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება.

პოლიტანოს სრულად ვაქცინირებულია და მას ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.