Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პორტუგალიური მედია: რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ზუსტად 3 წლის წინ იუვენტუსმა რეალიდან კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, დღეს კი მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ მედიაში საკმაოდ ხშირად იწერება.

პორტუგალიური გამოცემა Sic Naticias-ის ჟურნალისტის პედრო სეპულვედას ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ის ტურინის დატოვებას მინიმუმ 1 სეზონი არ აპირებს.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინს უახლოეს დღეებში ეწვევა და კრიშტიანუს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს.