Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პოჩეტინოს რომაში ეპატიჟებიან

მას შემდეგ,რაც მაურისიო პოჩეტინოს სახელი იუვენტუსს და ინტერს დაუკავშირეს,მისი სახელი კიდევ ერთ გუნდთან გაიჟღერა,ამჯამად ეს გუნდი რომაა.

არგენტინელი სპეციალისტი ტოტენჰემიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არის და შეთავაზებას ამბიციური გუნდისგან ელოდება,რომაში ფრედკინის მისვლის შემდეგ კი გუნდში რევოლუცია იგეგმება და არ არის გამორიცხული,რომ ფონსეკა გაუშვან და მის მაგივრად პოჩეტინო მიიყვანონ.

ერთადერთი პრობლემა პოჩეტინოს ხელფასი იქნება.რამოდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია,რომ იუვენტუსმა მასზე უარი სწორედ ხელფასის გამო თქვა.წყაროების ცნობით, არგენტინელმა სეზონში ანაზღაურება 10-12 მილიონი ევრო მოითხოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.