Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პრადე:“ კიეზას გაყიდვა ჩვენი მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნაა“

ფიორენტინას სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კიეზას იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა.

„თუ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა არ სურს, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება.

„ეს ასეა და ვერაფერს ვიზავთ, თუმცა ეკონომიკური და სპორტული თვალსაზრისით, ეს ძალიან კარგი ტრანსფერი იყო, რომელიც 60 მილიონ ევროს მოგვიტანს და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საკმაოდ მსუყე თანხას მივიღებთ.

„მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ხანი ვაწარმოებდით, რადგან პირველ რიგში კიეზას ჩვენთან კონტრაქტის გახანგრძლივება უწევდა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება იყო.

„კომისომ კიეზასთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და სურდა, რომ ის ჩვენთან დარჩენილიყო, თუმცა მას კარიერაში ახალ საფეხურზე სურდა გადასვლა, რაც გასაგებია.

„ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით, რომ ის შეგვენარჩუნებინა და ახალ კონტრაქტსაც ვთავაზობდით, თუმცა ფედერიკოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.

„ასეთი სიტუაცია წინა ზაფხულს უკვე იყო და იმედი გვქონდა, რომ ამ ზაფხულს იგივე არ განმეორდებოდა, თუმცა ვცდებოდით და მისი გაყიდვა ჩვენი მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნა აღმოჩნდა.

„რატომ ეკეთა კიეზას კაპიტნის საკმლაური ბოლო მატჩში ? ეს შეცდომა იყო, ჩვენ ამას ვაღიარებთ…“