Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პრემიერ ლიგის გუნდებმა ტრანსფერებზე დახარჯული თანხის რეკორდი მოხსნეს…

მსოფლიოში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის მიუხედავად, პრემიერ ლიგის გუნდები სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაკეთებას განაგრძობენ და მეტიც, მათ ერთი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახარჯული ფულის რეკორდი მოხსნეს.

რეკორდი აქამდე ასევე პრემიერ ლიგას ეკუთვნოდა, რომელმაც 2017 წელს ტრანსფერებზე 1.43 მილიარდი ევრო დახარჯა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი, რომლის დახურვამდეც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, პრემეირ ლიგის გუნდებმა 1.465 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ტოპ ჩემპიონატების გუნდების საერთო ხარჯზე მეტია…