Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პრემიერ ლიგის გუნდებს კუადრადო სურთ, იუვეს პასუხი ცნობილია…

მიმდინარე სეზონში ხუან კუადრადო იუვენტუსის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მან თავისი თამაშით რამდენიმე ინგლისური გუნდის ყურადღება მიიქცია.

იუვენტუსი გუნდის გადახალისების პროცესშია და ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს, თუმცა, Calciomercato-ს მტკიცებით, კუადრადო ანდრეა პირლოს მოთხოვნით გუნდში ხელშეუხებელი ფიგურაა და იუვე მის გაყიდვას არ აპირებს.

მეტიც, არაერთი წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი სულ მალე კუადრადოს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ივნისში იწურება და დიდი ალბათობით ბიანკონერი 30 წლის კოლუმბიელს 2024 წლამდე შეინარჩუნებს.