Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პროკურორი ლუკაკუს ხვალ დაკითხავს

მილანურ დერბიში მომხდარ ინციდენტზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს შორის გამოძიება გრძელდება და შეხვედრის მთავარი არბიტრის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაკითხვის შემდეგ, პროკურორმა რომელუ ლუკაკუც გამოკითხა.

დისციპლინარულმა კომისიამ ფეხბურთელებს ამ ინციდენტის გამო არანაირი სასჯელი არ მიუსაჯა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ინიციატივით გამოძიება დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ორივე ფეხბურთელი საკმაოდ მკაცრად დასაჯონ. საბოლოო ვერდიქტი დაახლოებით 5-7 დღეში გახდება ცნობილი.