Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პროკურორმა იბრაჰიმოვიჩი დაკითხა…

ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს შორის მილანური დერბის დროს მომხდარ კონფლიქტზე, რომელშიც იბრას რასისტული ფრაზების გამოყენებაში ადანაშაულებენ, გამოძიება გრძელდება.

დღეს ფედერალურმა პროკურორმა Casa Milan-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაკითხრა, რომელუ ლუკაკუსთან შეხვედრა კი უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

ორივე ფეხბურთელს ამ ინციდენტის გამო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმცა თუ ზლატანს რასისტული გამონათქვამები დაუდასტურდა, მას 10-მატჩიანი ბანი ემუქრება.