Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსვ ინტერს 18 მილიონს სთხოვს

ინტერი ბოლო დღეებში პსვ-ს მარჯვენა მცველის დენზელ დამფრისის ტრანსფერზე კვლავ გააქტიურდა, თუმცა ნიდერლანდელებმა მათი ბოლო წინადადება უარით გაისტუმრეს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურიმ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პსვ-ს 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მათ მინიმუმ 18 მილიონის გამომუშავება სურთ.

მხარეებს შორის სხვაობა არც თუ ისე დიდია და იმის გათვალისწინებით, რომ დამფრისს კარიერის გაგრძელება ინტერში სურს, ნერაძურის ფეხბურთელის გაფორმება არ უნდა გაუჭირდეს.