Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსვ-ს მწვრთნელმა დაადასტურა, ინტერის სამიზნე გუნდს დატოვებს…

პსვ-ს მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა დაადასტურა, რომ ინტერის სატრანსფერო სამიზნე დენზელ დამფრისი გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

ინტერი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აშრაფ ჰაკიმის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ პსვ-ს 25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი გახლავთ.

„ჩვენ გასული სეზონის მსვლელობისას უკვე ვიცოდით, რომ დამფრისი გუნდს ზაფხულშ დატოვებდა. მოხდება ეს უახლოეს დღეებში თუ კვირეებში, ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. მას ჯერ ახალ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“