Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსვ-ს მწვრთნელმა მილანის სატრანსფერო სამიზნის გუნდიდან წასვლა დააანონსა

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი პრიორიტეტი არსენალის ჰექტორ ბელერინისთან ერთად პსვ-ს დენზელ დამფრისი გახლავთ.

25 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს პსვ-სთან კონტრაქტი 20222 წლის ზაფხულში ეწურება და ბენეამატას მისი გაფორმება დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

პსვ-ს მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა დაადასტურა, რომ ინტერის სატრანსფერო სამიზნე გუნდს დიდი ალბათობით მომდევნო სეზონის დაწყებამდე დატოვებს.

„მე უკვე დიდი ხახნია შევეგუე, რომ დამფრისი და მალენი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებენ. ფეხბურთი ასეთია და პსვ უკვე მიეჩვია, რომ ყოველი წლის ბოლოს ერთ ან ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს კარგავს.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე მათი გუნდიდან წასვლას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვვარაუდობდი, მაგრამ სამწუხაროდ მომდევნო სეზონიდან ფონს გასვლა მათ გარეშე მოგვიწევს.“