Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ არტურ მელოს ტრანსფერით ინტერესდება

გასულ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბარტერი იუვენტუსსა და ბარსელონას შორის შედგა, როდესაც გუნდებმა პიანიჩ-არტურის გაცვლა გადაწყვიტეს, თუმცა ვერც ერთმა ფეხბურთელმა ახალ გუნდებში მოლოდინები ვერ გაამართლა და არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანმა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი გუნდების ძიება დაიწყონ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, არტურის გაფორმებით პსჟ სერიოზულად ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შედის თუ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი მაქს ალეგრის გეგმებში.

გათიშვა