Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ბარელას გაფორმებას შეეცდება

ინტერი ნიკოლო ბარელასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებით პსჟ ინტერესდება და ფრანგები მზად არიან მას გაცილებით მსუყე კონტრაქტი შესთავაზონ.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ზაფხულში ბარელა პარიზელების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება და იტალიელი ფეხბურთელის მოთაფვლას მაღალი ხელფასით შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, ინტერი ბარელას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 4.5 მილიონს სთავაზობს, პსჟ კი მზად არის წელიწადში 7.5 მილიონი გადაუხადოს…