Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ და იუვენტუსი აუარისთვის იბრძოლებენ

RMC Sport-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს აუარის ტრანსფერში პსჟ-ს სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

ლიონის ნახევარმცველი ტურინელების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც იყო, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო მისი გაფორმება ვერ მოახერხა.

ტურინელები ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოსაც აპირებს, მაგრამ მას პსჟ-სთან ბრძოლა მოუწევს.

გრანდების ინტერესიდან გამომდინარე, ლიონი ფეხბურთელის იაფად გაყიდვას არ აპირებს, პსჟ-ს ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე კი აუარის გაფორმების უფრო მეტი შანსი სწორედ პარიზელებს აქვთ.