Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ და იუვენტუსი ფეხბურთელებს გაცვლიან?

პსჟ-ში მაქს ალეგრის დანიშვნის შესახებ ჭორები არ წყდება და დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ფრანგები მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ მარკო ვერატის დათმობაზე არიან თანახმა.

Tuttosport-ის ცნობით,ბოსნიელმა ფრანგებს უარი უკვე განუცხადა,თუმცა ალეგრის გუნდში მისვლამ შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.

ვერატიმ პესკარა 8 წლის წინ დატოვა და ფრანგულ გიგანტებს შეუერთდა.მას შემდეგ,იტალიელმა გუნდთან ერთად 7 ლიგა 1,4 საფრანგეთის თასი და 5 საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო.

პიანიჩს თავის მხრივ ბარსელონაში გადასვლა სურს,თუმცა მას შემდეგ,რაც არტურ მელომ იტალიაში გადასვლაზე უარი განაცხადა,ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა.