Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ და მილანი კესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

პსჟ-ს ინტერესი მილანის ნახევარმცველის ფრანკ კესის მიმართ დღითი დღე იზრდება და როგორც ფრანგული, ასევე იტალიური წყაროები ირწმუნებიან, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ფრანკ კესის მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მის ახალ კონტრაქტზე უკვე თვეებია მუშაობს, მაგრამ ფინანსური უთანხმოების გამო მხარეები ვერ თანხმდებიან. პსჟ-ს სპორტულ დირექტორს – ლეონარდოს კი, რომელმაც კესის შესაძლებლობები მილანში მუშაობის პერიოდიდან კარგაც იცის, სეზონის ბოლომდე მოცდა არ სურს და მისი გაფორმება უკვე იანვარში სურს.

ფრანგული გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, პსჟ კესის წლიურად გასამრჯელოს სახით 9 მილიონ ევროს ჰპირდება, რასაც ბონუსის სახით კიდევ ერთ მილიონი დაემატება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას შესთავაზებს პსჟ მილანს იანვარში კესის სანაცვლოდ, მაგრამ თუ მილანმა მასთან უახლოეს კვირეებში შეთანხმება ვერ მოახერხა, მალდინის ფრანგების წინადადებაზე დაფიქრება მოუწევს…