Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ დე შილიოს მიუბრუნდა

მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ხუან ბერნატი ტრავმის გამო დაკარგა, ფრანგული გრანდი მზად არის იუვენტუსის უკანახაზელის, მატია დე შილიოს გასაფორმებლად კიდევ ერთხელ იბრძოლოს.

წინა ზაფხულს პსჟ-მ დე შილიოს გაფორმება უკვე სცადა, თუმცა გუნდები ფეხბურთელის ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

დე შილიოს ბოლო პერიოდში რომას უკავშირებდნენ და თითქოს ტრანსფერისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა ჯალოროსის ფეხბურთელმა, რიკ კარსდორპმა რომას დატოვება და ჯენოაში გადასვლა გადაიფიქრა, რამაც დე შილიოს ტრანსფერი ავტომატურად დაბლოკა.

Leave a Reply

Your email address will not be published.