Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ დონარუმასთვის ბრძოლას ჩამოშორდა

იტალიური მედიის ინფორამციით, პსჟ ზაფხულში ჯიჯო დონარუმას გასაფორმებლად ბრძოლას არ აპირებს.

Il Giornale-ს მტკიცებით, ფრანგული გუნდი მინო რაიოლას ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არ აპირებს და ამის შესახებ მათ უკვე აცნობა.

ამ ეტაპზე დონარუმას კარიერის განვითარების ორი რეალური ვარიანტია: ან ჯიჯო დათანხმდება მილანის წინადადებას, რომელიც 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს, ან ის კარიერას იუვენტუსის რიგებში განაგრძობს, რომლის ინტერესი დონარუმას მიმართ დღითი დღე მატულობს.