Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ დონარუმასთვის ბრძოლას გამოეთიშა, იუვენტუსი ფავორიტია

ჯიჯო დონარუმას მომდევნო გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერი მის ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტია.

ჯიჯოს გაფორმების სურვილი იუვენტუსმა, ბარსელონამ და პსჟ-მ გამოთქვეს, თუმცა ESPN-ის ცნობით, ფრანგული გუნდი ფეხბურთელის და მისი აგენტების მოთხოვნის გამო ბრძოლას გამოეთიშა, ბარსელონას ვარიანტი კი თავად ფეხბურთელს არ ხიბლავს, რადგან ბლაუგრანაში მას მეორე ნობრად მოუწევს ყოფნა, ამიტომ ერთადერთი რეალური ვარიანტი იუვენტუსია, მაგრამ ბიანკონერიმ პირველ რიგში შესნის გასხვისება უნდა მოახერხოს.