Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ დონარუმას გაფორმებას და მის იჯარით გაშვებას გეგმავს…

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის დუნკან კასტლის ინფორმაციით, პსჟ-მ დონარუმასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი გუნდის პირველ კიპერად კეილორ ნავასს მიიჩნევენ, დონარუმა მომდევნო სეზონს იჯარის წესით რომელიმე გუნდში გაატარებს.

წყაროს ინფორმაციით, დონარუმას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ სავარაუდოდ ფრანგული გუნდი იტალიელ კიპერს ერთი სეზონით რომელიმე გრანდში გაუშვებს, რის შემდეგაც ის პსჟ-ს მთავარი კარის დარაჯი გახდება.

გათიშვა