Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ინტერს შკრინიარის სანაცვლოდ უახლოეს საათებში წინადადებით მიმართავს

ფრანგული წყაროების ცნობით, პსჟ მილან შკრინიარის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ეცდება.

L’Equipe-ს ცნობით, შკრინიარის მიმართ პრემიერ ლიგის გუნდების გააქტიურების გამო, პარიზელებს ზაფხულში კონკურენციის თავიდან არიდება და მისი ზამთარშივე გაფორმება სურთ.

წყაროს ინფორმაციით, შკრინიარის კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე, პარიზელები მზად არიან ინტერს დაახლოებით 15 მილიონი ევრო შესთავაზონ და დიდია ალბათობა, რომ ბენეამატამ თანხმობა განაცხადოს…