Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ კესის 50-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს…

იტალიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს მილანიდან ჯიჯო დონარუმას შემდეგ უფასოდ გუნდის კიდევ ერთი ვარსკვლავის – ფრანკ კესის გაფორმება სურთ და კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს მილანზე გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს.

კესის მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ეკონომიკური უთანხმოების გამო, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, რითიც სარგებლობას პარიზული გუნდი აპირებს.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, პსჟ მზად არის კესის 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და მას წლიურად ხელფასი 8 მილიონი გადაუხადოს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება და საერთო ჯამში ფრანკი 5 წელიწადში 50 მილიოსნ მიიღებს…