Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ კორეას ტრანსფერზე მუშაობს

ჯიჯო დონარუმას და აშრაფ ჰაკიმის შემდეგ, პსჟ სერია ა-ს კიდევ ერთი ფეხბურტელის გაფორმებას შეეცდება და ამჯერად მათი სამიზნე ლაციოს ხოაკინ კორეა იქნება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პარიზელებმა ბიანკოჩელესტის წარმოამდგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და ლაციო 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან გუნდს შემადგენლობი გადაწყობა მაურიციო სარის სურვილისამებრ სურს, რასაც ფული დასჭირდება.

ლაციო კორეას 45 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა პარიზელებს ამ თანხის შემცირება ტრანსფერში 29 წლის ესპანერი ვინგერის პაბლო სარაბიას ჩართვით სურს. ლაციო ამ წინადადებას განიხილავს და საბოლოო სიტყვა მაურიციო სარის ექნება.