Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ კულიბალის აგენტს შეხვდა

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ ნაპოლის სენეგალელი უკანახაზელის კალიდუ კულიბალის ტრანსფერით ინტერესდება და პარიზელებმა მის აგენტთან ფალი რამადანისთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

30 წლის ფეხბურთელს ნაპოლის დატოვება სურს და ეს სიახლე პარტენოპეის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ უკვე დაადასტურა, თუმცა დე ლაურენტისი მის იაფად გაყიდვას არ აპირებს და მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზებული 30 მილიონი ევრო უკვე უარით გაისტუმრეს.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლი კულიბალის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვას არც კი განიხილავს.