Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ მატია ძაკანის ტრანსფერით ინტერესდება

ფრანგული წყაროების ცნობით, პსჟ ლაციოს იტალიელი ფეხბურთელის მატია ძაკანის ტრანსფერით ინტერესდება.

ლაციოში გადაბარგების შემდეგ, 27 წლის ვინგერი მაურიციო სარის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა და სერია ა-ში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვინგერის გაფორმებას გეგმავენ და ძაკანი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა, მაგრამ რთულად წარმოსადგენია, რომ მაურიციო სარი მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას დათანხმდეს.