Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ მილანის ვარსკვლავში 40 მილიონ ევროს იხდის

პარიზელების სპორტულმა დირექტორმა მილანს ისმაელ ბენასერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.ეს 10 მილიონით უფრო მეტია,ვიდრე ფრანგების პირველი შეთავაზება.

22 წლის ალჟირელი ფრანგების გარდა მანჩესტერული გუნდების სატრანსფერო სიაშიც მოხვდა,თუმცა პსჟ-ს შეთავაზება ჯერჯერობით ყველაზე მსუყე აღმოჩნდა.

ბენასერს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო აქვს მითითებული და მილანის მესვეურებმა უკვე განაცხადეს,რომ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ და თუ ვინმეს მისი გაფორმება სურს,გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.