Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ ბენასერის ტრანსფერი შეათანხმა ?

პსჟ-მ, რომელიც ისმაელ ბენასერის გაფორმებით უკვე წელიწადზე მეტია ინტერესდება, ალჟირელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა.

ალჟირული სპორტული გამოცემა Competition.dz-ს მტკიცებით, ფრანგები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულთან ერთად მილანს ლეონარდო პარედესს შესთავაზებენ, რაზეც ფინანსური კრიზისის გამო მალდინი თანხმობას განაცხადებს.

იგივე წყაროს მტკიცებით, ლეონარდომ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ შეათანხმა. პსჟ მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ხელფასის სახით ძალიან მსუყე თანხას გადაუხდის.

„კორონა ვირუსის გამო არსებული ფინანსური კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ძალიან მძიმედ განიცდის, მილანმა ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა და ფრანგულ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ბენასერია.“ წერს Competition.dz

შეგახსენებთ, ბენასერის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მომავალი ზაფხულიდან ნებისმიერ მსურველს ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.