Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ დონარუმას ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მინო რაიოლა და პსჟ ჯიჯო დონარუმას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროს ინფორმაციით, ჯიჯო პარიზულ გუნდთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი ხელფასი კი 10 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების დამატებით 12 მილიონამდე გაიზრდება. რომანოს ცნობით, 22 წლის კიპერი სამედიცინო შემოწმებას იტალიაში გაივლის და მას ქვეყნის დატოვება არ მოუწევს.