პსჟ-მ ინტერს შკრინიარის ტრანსფერზე საბოლოო წინადადებით მიმართა
იტალიური მედიის ცნობით, პსჟ-მ ინტერს მილან შკრინიარის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო წიანდადებით მიმართა.
SportItalia-ს ცნობით, პარიზელები ბენეამატას სლოვაკი ფეხბურთელის ზამთარში გაშვების სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერს იმედი ჰქონდა, რომ შკრინიარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებდა, ამიტომ ჯერჯერობით გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია უცნობია.